ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთ-ერთი ყოფილი დამფუძნებელი დავით დვალი ტელეკომპანიაზე საკუთარ პრეტენზიებს გამოთქვამს და აცხადებს, რომ არ აპირებს ქიბარ ხალვაშის „კეთილ ნებაზე“ იყოს დამოკიდებული. მისი თქმით ხალვაშსა და ყოფილ დამფუძნებლებს შორის შეთანხმება მხოლოდ მათი ინტერესების გათვალისწინებით მოხდება.
„რაღაც სიგნალები წამოვიდა ქიბარის მხრიდან, რომ მზად არის, რომ რაღაც კომპრომისზე მოვილაპარაკოთ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩენ თუ მშვიდობიანად შევთანხმდებით და მისაღები იქნება წინადადება ჩვენ არ გავაგრძელებთ დავას, თუ არ იქნება ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ქიბარ ხალვაშმა დაიბრუნოს ტელევიზია, ტელევიზია უნდა დაიბრუნონ მისმა შემქმნელებმა.
„სრული ურთიერთგაგება იყო, არანაირი პრობლემა არ გვქონია, იყო ლაპარაკი 50-50-ზე. გარანტია, შეგიძლიათ კითხოთ ნებისმიერ იურისტს, 50% პლიუს მენეჯმენტი ნიშნავს იმას, რომ მე თავისუფალი ვარ ქმედებებში, იმ თვალსაზრისით რომ რაღაც რომ მოხდეს, ან გაყიდა წილი ვთქვათ, მე დაცული ვარ ყოველგვარი მომავალი ქარიშხლებისგან,“-განაცხადა დვალმა.
მან პროკურატურაში ყოფილი დამფუძნებლების მიერ შეტანილი სარჩელიც ახსენა და აღნიშნა, რომ საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვს.
„დღეს როგორც 2 წლის წინ ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია გარდა იმისა, ჩვენ მაყურებელი და გულშემატკივარი ვიყოთ ამ პროცესისა. დღეს ჩვენ ისევ ვართ ქიბარ ხალვაშის კეთილ ნებაზე დამოკიდებული. პროკურატურას მოუწევს, არ მაინტერესებს რატომ არის გაჩერებული, მე მოვითხოვ კატეგორიულად რომ ყველა ვარიანტში პროკურატურამ უნდა გააცოცხლოს და თავის თქვას. მე არ მინდა ეგეთი ნაჩუქარი სტატუსით ვიყო რომ ქიბარ ხალვაშმა მიწილადა და მე მადლიერების გრძნობით ვიყო,“-განაცხადა დავით დვალმა.