19 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
"რუსთავი 2" თვიდან თვემდე იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებას," - დიმიტრი ქუმსიშვილი

მინისტრთა კაბინეტი წევრების აზრით, რუსთავი 2-ის საქმე მხოლოდ სამართლებრივი დავაა.

ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის საქმის დეტალები უცნობია და მისი აზრით, აუცილებელია ყველა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი კი განმარტავს, რომ ხელისუფლება რუსთავი 2-ის საქმეში არ ერევა, მიუხედავად იმისა, რომ სამაუწყებლო კომპანია საბიუჯეტო დავალიანებას იგროვებს.

„სწორედ იმიტომ, რომ დღეს ხელისუფლება არ ჩარეულიყო არანაირად ამ კერძო დავაში, ჩვენ, როგორც საგადასახადო ხელისუფლებამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2 თვიდან თვემდე იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებას, არ გამოგვეყენებინა ის ზომები, რომელი ზომების გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ არ ერევა ხელისუფლება აღნიშნულ პროცესში და რამდენად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დღის ამბები