დღეს რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, შეხვედრის მთავარი მიზანი არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების რუსთავი 2-ის საქმეზე ინფორმირება იყო.
ნიკა გვარამიას საქმის თაობაზე პროგნოზის გაკეთება ძალიან უჭირს, რადგან ამ დრომდე ჩატარებული ყველა პროცესი, მისი აზრით, ხელისუფლების მიერ იყო მართული.
„ჩვენ რომ ვსაუბრობდეთ სამართლიან სასამართლოზე, მაშინ გარანტირებულად გეტყოდით, რომ რუსთავი 2-ის პოზიცია არის იმდენად მართალი, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებდით ამ დავაში, მაგრამ ხვალინდელი პროცესი, რა თქმა უნდა, ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს წინ განვითარებული მოვლენების გამო. ბუნებრივია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას, ჩვენ ვაპირებთ, რომ რუსთავი 2 და სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანას შევუნარჩუნოთ,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ რუსთავი 2-ის საქმეს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 9 მოსამართლე განიხილავს.