19 ნოემბერი 2024,   02:14
ვრცლად
ნიკა გვარამია საქმეში ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის როლს სერიოზულად არ აღიქვამს

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ დავის მეორე მხარის წარმომადგენლებს სერიოზულად არ იხილავს. მისი თქმით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს საკუთარი აზრის ქონის უფლება აქვთ. შეგახსენებთ, რომ მათ დღეს ქიბარ ხალვაშთან უთანხმოებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.

ის დარწმუნებულია, რომ რუსთავი 2-ის წართმევის შემთხვევაშიც, მათ პრეტენზიებს არც სხვა განიხილავს სერიოზულად.

„ამაში ვარაუდს არ გამოვთქვამ, სრულიად დაზუსტებით ვიცი ეს, იმიტომ რომ ვაჭრობა მიმდინარეობდა ჩვენთანაც. არცერთ ვაჭრობაში ეს 2 სუბიექტი არ ფიგურირებდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე უარი ვთქვით. ჩვენ მივდივართ წინ, ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი რუსთავი 2,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები