სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე, უზენაეს სასამართლოში დღეს დანიშნულ პროცესს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.
მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ საქმესთან დაკავშირებით მათ კითხვის ნიშნები არ აქვთ.
„ფაქტი, რომ ამ საქმეს განიხილავს უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე ანუ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანო, ჩემი აზრით უნდა იწვევდეს საზოგადოებაში ნდობის საკმარის ხარისხს აღნიშნული საქმის მიმართ და სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ.
ვერ გეტყვით სასამართლოს გადაწყვეტილება რა იქნება მაგრამ, ერთ რამ რაშიც ვარ დარწმუნებული არის ის, რომ თავისუფალი მედიის და კრიტიკული მედიის მნიშვნელობა ქვეყანაში ძალიან დიდია,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ქართული ოცნების ლიდერები თვლიან, რომ სასამართლოს პრეროგატივაა თუ რა ფორმით გაიმართება სხდომა. მათივე მტკიცებით, ხელისუფლება მიმდინარე საქმეში დაინტერესებული არ არის და ეს მხოლოდ ორი პირის კერძო დავაა.