19 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე უზენაეს სასამართლოსთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები გამოჩნდნენ

რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად დაგეგმილ აქციამდე ცოტა ხნით ადრე უზენაეს სასამართლოსთან სამართალდამცველების მობილიზაცია გამოცხადდა. შენობასთან ცოტა ხნის წინ პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ.

სამართალდამცველები შენობის შესასვლელთან და მიმდებარე ტერიტორიაზე არიან განლაგებული. 

შეგახსენებთ, რომ უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციას 9 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო 11:00 საათზე გამართავს, 12:30-დან კი რუსთავი 2-ის მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყება, რომელიც გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გაგრძელდება. 

 

დღის ამბები