19 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" შეცვლა და გა-НТВ-ბა, არამხოლოდ ამ ტელევიზიისთვის იქნება ცუდი, არამედ სახელმწიფოს განვითრებისთვის - ლაშა ბუღაძე

რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე ლაშა ბუღაძე იმყოფება. მწერლის განცხადებით, საზოგადოებამ კრიტიკული და თავისუფალი სივრცე უნდა დაიცვას. მისივე თქმით, რუსთავი 2-ის დასაცავად საზოგადოების მხარდაჭერა აუცილებელია.

„დღეს კრიტიკული რუსთავი 2 არის აუცილებელი ქართული დემოკრატიისთვის,“- აღნიშნა ბუღაძემ.

ბუღაძის თქმით, რუსთავი 2-ის შეცვლა და ფორმატის შეცვლა და გა-НТВ-ბა, არამხოლოდ ამ ტელევიზიისთვის იქნება ცუდი, არამედ სახელმწიფოს განვითრებისთვის.

„დღევანდელი რუსთავი 2-ის ფუნქცია არის საზოგადოებრივი ფუნქციაა. კრიტიკულობა, გახსნილობა, რეაგირება პრობლემებზე ყველაზე რადიკალურად, აქტიურად ეს რუსთავი 2-დან ისმის, ჩემი აქ მოსვლით, ან საზოგადოების მხარდაჭერით რუსთავი 2-ის მიმართ, მე ამ ტელევიზიას ვიცავ, ან მცდელობა მაქვს როგორც ივანიშვილისგან, ასევე სააკაშვილისგან, ასვე ნაციონალური მოძრაობისგან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი იყოს ეს ტელევიზია, საზოგადოების იყო ეს ტელევიზია,“- განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

ბუღაძის განცხადებით, დღეს რუსთავი 2 არ არის ხელისუფლების და ის არის ხელისუფლების კრიტიკოსი.

„ჯარჯი აქიმიძე და დათო დვალისადმი მიუხედავად მათ მიმართ პატივისცემისა, არ მაქვს გარანტია, რომ ისინი მოახერხებენ ან ბატონი ხალვაშის პირობებში რადიკალიზმი და თავისუფლება დაიცვან, რაც საჭიროა, რომ რუსთავი 2-ს ჰქონდეს ხელისუფლებასთან ოპონირების პირობებში,“- აღნიშნა ბუღაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები