19 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" არსებობა, როგორც თავისუფალი სიტყვის კუნძულის არსებობა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის - ხატია დეკანოიძე

„არამხოლოდ რუსთავი 2-ს ვუსურვებ წარმატებას, არამედ მთლიანად საქართველოს ვუსურვებ წარმატებას, ვიანიდან რუსთავი 2-ის არსებობა, როგორც თავისუფალი სიტყვის კუნძულის არსებობა საქართველოში, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის,“- ეს განცხადება ხატია დეკანოიძემ უზენაეს სასამართლოსთან გააკეთა, სადაც რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქცია მიმდინარეობს.

ხატია დეკანოიძის თქმით, რუსთავი 2-ის არსებობა აუცილებელია დემოკრატიის განვითარებისთვის. მან აღნიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ საზოგადოებამ სამაუწყებლო კომპანიიდან შეიტყო. 

"თუ არ იქნება რუსთავი 2, არ იქნება დემოკრატია,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

 

დღის ამბები