„უზენაეს სასამართლოს დიდი როლი აკისრია, შეინარჩუნებს თუ არა ბალანსს ქვეყანაში, ბალანსს სიტყვის თავისუფლებასა და ხელისუფლების უზურპაციას შორის,“- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უზენაეს სასამართლოსთან იმყოფებიან, სადაც რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
„მიუხედავად სკეპტიკური დამოკიდებულებისა, იმედის ნაპერწკალი რჩება, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და მოსამართლეები კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე, ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ... რუსთავი 2, სიტყვის თავისუფლება ხალხს, ქვეყანას სჭირდება,“- აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.