19 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
გადაწყვეტილება დაწერილია იუსტიციის მინისტრის კაბინეტში ეკა ბესელიას მონაწილეობით - ელისო კილაძე

„გადაწყვეტილება დაწერილია გუშინ, დაიწერა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის კაბინეტში, ეკა ბესელიას მონაწილეობით,“ - განაცხადა გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ უზენაესი სასამართლოს წინ გამართულ რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე.

მისი თმით, გადაწყვეტილება, რომელსაც უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა გამოიტანს, ვერ აღსრულდება, რადგან გადაწყვეტილება წინასწარ არის დაწერილი.

„არის სრულიად უსუსური არგუმენტები, იმისათვის, რომ რუსთავი 2 დაუტოვონ ქიბარ ხალვაშს. ქიბარ ხალვაში დღეს საქართველოში ჩამოვიდა და ის ელოდება იმას, რომ ტრიუმფით შევა რუსთავი 2-ში,“ - აცხადებს ელისო კილაძე.

ის ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ „წულუკიანის კაბინეტში“ მიიღეს. მას იმედი აქვს, რომ დიდ პალატაში არიან მოსამართლეები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას ხელს არ მოაწერენ.

ელისო კილაძე თავის კოლეგებს მიმართავს და მოუწოდებს გამოვიდნენ რუსთავი 2-ის დასაცავად, რადგან მისი თქმით, ხვალ შესაძლოა სხვა ტელევიზიებთან და გაზეთებთან მივიდნენ.

„მხოლოდ ჟურნალისტების კორდონის გავლით მოუწევთ მათ რუსთავი 2-ში შესვლა,“ - აცხადებს ელისო კილაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები