"რუსთავი 2 ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ერთი კერძოდ აღებული ტელევიზია, ეს არის სიმბოლო სიტყვის თავისუფლების. ახლა წყდება საკითხი, სიტყვის თავისუფლებასთან ერთად, გავარკვიოთ, გვაქვს თუ არა რაიმე შანსი, რომ თავისუფალი სასამართლო გვყავდეს და ის, თუ რა იმიჯი ექნება საქართველოს,"- ეს განცხადება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ უზენაეს სასამართლოსთან გააკეთა, სადაც რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
ნოდარ ხარშილაძის თქმით, დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამოუკიდებელი, თავისუფალი მედიის არსებობა უმნიშვნელოვანესია.
ხარშილაძის განცხადებით, თუ რუსთავი 2-ის საქმეზე უსამართლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ქვეყნის იმიჯს დააზარალებს.