19 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
„ამდენი პოლიციელის დემონსტრირება ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება წინასწარ არის გამოტანილი" - ზაზა ხატიაშვილი

„ბინძურად მოქმედებდა სასამართლო და ბინძურად მოქმედებდა ხელისუფლება, როდესაც არაადეკვატურ განცხადებას აკეთებდა რუსთავი 2-თან მიმართებაში, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ შუშის სასახლის მბრძანებელს უნდა, რომ ლანგარზე მიართვან დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა და ეს ტელევიზია გახდეს რიგითი ბიძინავიზია,“- ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა განცხადება უზენაეს სასამართლოსთან გააკეთა, სადაც რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ზაზა ხატიაშვილი გაკვირვებულია, რატომ არის უზენაეს სასამართლოსთან სამართალდამცავების დიდი მობილიზაცია.

„ამდენი პოლიციელის დემონსტრირება ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება წინასწარ არის გამოტანილი და ეს გადაწყვეტილება არის სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ეს არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ამღამ კარგად დაიძინებს,“ - აღნიშნა ხატიაშვილმა. 

დღის ამბები