უზენაესი სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე დიდი პალატის სხდომაზე და ოპოზიციის სამოქმედო გეგმებზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე. მისი თქმით, უზენაეს სასამართლოში წყდება საქართველოს განვითარების ბედი.
“დღეს უზენაეს სასამართლოში წყდება არა მხოლოდ რუსთავი 2-ის, როგორც ტელეკომპანიის ბედი, არამედ უზენაეს სასამართლოში წყდება ბედი, მთლიანად საქართველოს განვითარების, დამოუკიდებლობის და ასევე დემოკრატიული პლატფორმის არსებობის. ჩვენ მივმართავთ ყველანაირ მეთოდს, ეს პირველ რიგში ეხება სამოქალაქო პროტესტს. იმ შემთხვევაში თუ უზენაესი სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატული პლატფორმის განვითარებას, რასაკვირველია აქციები გაგრძელდება და ჩვენ ვალდებული ვიქნებით დავიცვათ რუსთავი 2“ - განაცხადა დეკანოიძემ.