19 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
"რუსთავი 2" არის ძალიან მძიმე ქვა, რომლის ტვირთი და სიმძიმე ამ ხელისუფლებას ჩამოშლის - დავით ბაქრაძე

„ბრძოლის ხაზი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის რუსთავი 2-ზე გადის,“- ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, დავით ბაქრაძემ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, რუსთავი 2-ის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

რუსთავი 2-ის დაცვით ჩვენ ერთი კონკრეტულ სატელევიზიო არხს არ ვიცავთ, აქციებში მონაწილეობით მე ვიცავ ჩემს უფლებას, ვიცხოვრო უკეთეს ქვეყანაში,“- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ საქართველოს მოსახლეობას მიმართა.

„რუსთავი 2-ისსარედაქციო პოლიტიკის შეცვლით, აღარ დარჩება არცერთი სატელევიზიო არხი, რომელიც თქვენზე, საქართველოს გაჭირვებულ მოქალაქეებზე ისაუბრებს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ რუსთავი 2-ის დასაცავად.

„როგორც ბიბლია გვასწავლის, არის ჟამი ქვების შეგროვების, დღეს არის ქვების შეგროვების ჟამი, რუსთავი 2 არის ძალიან მძიმე ქვა, რომლის ტვირთი და სიმძიმე ამ ხელისუფლებას ჩამოშლის,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითრებისთვის მედიის დამოუკიდებლობა და სიტყვის თავისუფლება აუცილებლია.

"სუს-ი ახლა არის დაკავებული იმით, რომ სურათებზე, კადრებზე ითვლიან თავებს, რამდენი ადამიანია გამოსული ქუჩაში რუსთავი 2-ის დასაცავად, იგივე ადამიანები ასე ითვლიდნენ თავებს, როცა სანდრო გირგვლიანის ამბის, იმედის ამბის მერე აქციები რომ იყო, ამ თავების თვლამ სადამდე მიიყვანა მაშინდელი ხელისუფლება,“- აღნიშნა ბაქრძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები