რუსთავი 2-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი, უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მის თქმით, გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 მიეკუთვნა ქიბარ ხალვაშს, არანაირ კავშირში არ არის სამართალთან.
“ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ რეალურად რუსთავი 2 მიეკუთვნა ქიბარ ხალვაშს 100 პროცენტით, თუმცა ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან. დღეს უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ შეირცხვინა თავი. ეს გადაწყვეტილება არ არის მათი დაწერილი, უბრალოდ მათი პირით მოხდა ამ გადაწყვეტილების გახმოვანება,“ - განაცხადა საძაგლიშვილმა.
ადვოკატი ასევე გადაწყვეტილებას განმარტავს.
“ ძალიან გაუჭირდება სასამართლოს დასაბუთების გაკეთება. ჩვენი საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო და საქმე უდნა დაბრუნებულიყო ქვედა ინსტანციაში. ჩვენი მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაში იგულისხმება ის, რომ ჩვენ ვითხოვდით ორ რამეს, გაუქმებულიყო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ისევ დაბრუნებულიყო სააპელაციო სასამართლოში. პირველ ნაწილში ანუ გაუქმების ნაწილში დააკმაყოფილა უზენაესმა, ოღონდ დაბრუნების ნაწილში არ დააკმაყოფილა და თქვა რომ მე უდნა მივიღო ახალი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების სარეზულციო ნაწილით 100 პროცენტი მიენიჭა ქიბარ ხალვაშს, რომლის დასაბუთებასაც შემოგვთავაზებს სასამართლო“ - აღნიშნა საძაგლიშვილმა.