ნაციონალური მოძრაობის ერთერთი წევრი რომან გოცირიძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. გოცირიძე აცხადებს, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.
„მე მინდა ვუთხრა მოსამართლეებს და ყველას, ვინც, ეს გადაწყვეტილება მიიღო, თქვენ ხართ მოღალატეები, თქვენ უღალატეთ საქართველოს, თქვენ უღალატეთ თითოეულ მის მოქალაქეს, თქვენ უღალატეთ დემოკრატიის პრინციპებს. ამ ხელისუფლებას არც ერთი მსოფლიო ლიდერი უკვე არ აღიარებს. თქვენ დაიპყარით ჩვენი მმართველობის ყველა სფერო, უზურპირებული გაქვთ მთავრობა, დაამონეთ და დაიმორჩილეთ სასამართლო მთელი სისტემა. ყველაფერი არის უზურპირებული, ყველაფერი არის ფულით, დაშინებით და ძალადობით შექმნილი. ამას ჩვენ არ გაპატიებთ, ჩვენ რუსთავი 2-ს არ დავთმობთ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
გოცირიძის თქმით, საქართველოს აბრუნებენ საბჭოთა კორუმპირებული წარსულისკენ, თუმცა ეს არ გამოუვათ.
„ხელისუფლება დაადგა არადემოკრატიული განვითარების გზას, უზურპირებული აქვს ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძის თქმით, მიმართავენ ყველა სამართლებრივ ზომებს, გაასაჩივრებენ ევროპულ სასამართლოში და რუსთავი 2-სთვის ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე.