ტელეკომპანია რუსთავი2-ის შენობასთან თავისუფალი სიტყვის და ტელეკომპანიის მხარდასაჭერად შეკრებილი მოქალაქეები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
შენობასთან იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის, თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით თავდაყირა დადგა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები.
“ნამდვილად წარმოუდგენელი გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი. ამ გადაწყვეტილებით თავდაყირა დადგა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები. ის ადამიანები, ვინც აქ არიან, იცავენ განსხვავებულ აზრს, თავისუფალ მედიაგარემოს და სასამართლო სისტემას,“ - განაცხადა გიგაურმა.