19 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
ივანიშვილის საფეოდალოში აზრი აქვს დაკარგული სასამართლო ხელისუფლებას - ირინა სარიშვილი

„სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება უფრო და უფრო ნაკლებ შესაძლებლობას ტოვებს მას სამართლებრივი ინსტიტუტების ენაზე დაელაპარაკო,“ – ასე აფასებს ირინა სარიშვილი უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.

„ივანიშვილის საფეოდალოში აზრს კარგავს პარლამენტი, მთავრობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. აზრი აქვს დაკარგული სასამართლო ხელისუფლებას და, შესაბამისად, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფება მასმედია,“ - განაცხადა ირინა სარიშვილმა.

მან ასევე მოუწოდა საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ.  

დღის ამბები