19 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
თუ დავალიანებები ხელოვნურად არის შექმნილი, დამგროვებლები შესაბამისად პასუხს აგებენ - ქიბარ ხალვაში

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ქიბარ ხალვაში პირველ ვრცელ კომენტარს აკეთებს.

ტვ პირველთან საუბრისას ხალვაში ამბობს, რომ მას სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2 ეკუთვნის სრულად, ამჟამად არსებული ქონებით.  მისი თქმით, 2004 წლიდან დღემდე სამაუწყებლო კომპანიას მის მფლობელობაში ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრად დიდ მოგებაზე გასულიყო.

“მე ვთვლი, რომ იმაზე ნაკლები დავიბრუნე, ვიდრე ჩემგან წაიღეს იმიტომ, რომ 2004-2006 წლებში ბიზნესი წამოწყებული იყო და არავინ არ იცის, რა დონეს მიაღწევდა. აქედან გამომდინარე, ამის შეფასება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ ან მარტივად წარმოგიდგენიათ.

"თუ წაიღეს ლურჯი შენობა, ახლა შეიძლება, ყვითელი იყოს. ეს არ არის აღრიცხვის საფუძველი და შეფასების საფუძველი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ითვლება პერსპექტივასთან დაკავშირებით და სხვათა შორის მინდა, მაყურებელს ერთი რამ შევახსენო, რომ 2006 წლის ანგარიშით, რუსთავი2-მა იმაზე მეტი მოიგო, ვიდრე მომავალ წლებში, როგორც რუსთავი2-ის მენეჯმენტი აცხადებს დღეს. მაშინ იყო მოგებაზე ორიენტირებული და უბრალოდ, მე არ ვერთვებოდი პოლემიკაში, როდესაც ლაპარაკობდნენ, რომ წამგებიანი კომპანია ჩააბარა და მომგებიანი მიიღო. ჩვენ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ეს ბალანსები გადაიხედოს და როდის იყო ყველაზე მომგებიანი კომპანია, მოსახლეობამ რომ გაიგოს,“ -განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ხალვაშმა იმ დავალიანებებზე ისაუბრა, რომელიც დღეს სამაუწყებლო კომპანიას სახელმწიფოს მიმართ გააჩნია. მისი თქმით, გამოძიებულ უნდა იქნას, მოხდა თუ არა დავალიანების შეგნებულად დაგროვება და, თუ გამოიკვეთება, რომ რუსთავი2-ის მოქმედი მენეჯმენტი ვალს განზრახ არ იხდიდა, ხალვაში ამბობს, რომ პასუხისმგებელი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცენ.

"თუ ეს დავალიანებები ხელოვნურად არის შექმნილი და დაგროვებული, ამას ჰყავს პასუხისმგებელი და ვფიქრობ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით აგებს პასუხს. როდესაც ჩვენ დაგვაყადაღეს და გაგვიჩერეს, მეორე დღეს დაგვიკეტეს კარები და ხალხი უმუშევარი დატოვეს, არ მოგვცეს საშუალება, რომ ქვეყანასთან ანგარიშსწორება გაგვეკეთებინა, დაგვიგროვეს ვალები, გაგვაკოტრეს და დაგვტოვეს უმუშევარი. ხალხი იყო უსამსახუროდ. გვაზარალეს  იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე დღეს არის. დღეს, მე მგონი, კანონიერება არსებობს და მაგ ვალების დამგროვებლები შესაბამისად პასუხს აგებენ, თუ ეს ხელოვნურადაა შექმნილი," - აცხადებს ხალვაში.

 

დღის ამბები