შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ასე ნაჩქარევად არ ელოდა ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღებას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისგან. ზვიად ქორიძე რუსთავი 2-ის ეზოში იმყოფება.
„რა მოტივაციაც არ უნდა იყოს ჩაწერილი ამ გადაწყვეტილებაში, თავად გამეორება იმის, რაც პირველმა და მეორე ინსტანციამ უკვე თქვა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე პრაქტიკულად არასასამართლო გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ჭირდება სხვა არგუმენტაცია," - აცხადებს ზვიად ქორიძე.
ქორიძის თქმით, სასამართლომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„პოლიტიკური გადაწყვეტილება ასეთია, რომ საქართველოში ძალიან სერიოზული თუ საბედისწერო დარტყმა მიაყენეს მედია პლურალისტურ გარემოს,“ - განაცხადა ზვიად ქორიძემ.