„აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, მაგრამ მაინც გავბრაზდი," - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ნინო გოგუაძემ. მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში უზენაესი სასამრთლოს დიდი პალატის მიერ რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების თაობაზე ისაუბრა.
ის აღნიშნავს, რომ ეს საქმე დიდ პალატას იმიტომ გადასცეს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის და დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე იყო, თუმცა ამ განსაკუთრებულ საქმეს მოსამართლეებმა მხოლოდ რამდენიმე საათი დაუთმეს.
„გარდა იმისა, რომ მოსამართლეებს მიუტანეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, შეზღუდული დროც მისცეს და უთხრეს, რომ ერთ დღეში უნდა დასრულებულიყო ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ასე რომ, როლიც კი არ ითამაშეს იმ ადამიანებმა მოსამართლეების, რომლებსაც მოსამართლეები ჰქვია,“ - აცხადებს ნინო გოგუაძე.
მისი თქმით, ხელისუფლება ძალის დემონსტრირებაზე გადავიდა, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ნინო გოგუაძე ამბობს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს "არ ეღირსა ხელისუფლება, რომელიც წინა ხელისუფლების შეცდომებს არ გაიმეორებს".