გიორგი ბარამიძემ ნაციონალური მოძრაობის სახელით განაცხადა რომ პარტია გრძნობს საკუთარ, ძალიან სერიოზულ პასუხისმგებლობას, „როგორც ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალას“.
ამის შესახებ განცხადება გიორგი ბარამიძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა.
„ხელისუფალი იმდენად გათავხედდა, რომ უკვე არ იქნებოდა გასაკვირი , რომ ოლიგარქს გადაეხადა ქრთამი მოსამართლისთვის. დანაშაულია, მაგრამ დღეს იმდენად გათავხედდა, რომ პირდაპირ ხალხის მიერ შეკრებილი ფულიდან, ქალაქის ბიუჯეტიდან უხდის მოსამართლეს ქრთამს და ჩვენ დღეს მივიღეთ ეს შედეგი,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ბარამიძემ მთელ პოლიტიკურ სპექტრს რუსთავი2-ის დაცვისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„მე ვფიქრობ, ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება, მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ადამიანი უნდა გავერთიანდეთ,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ბარამიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ბოლომდე ბრძოლას აპირებს.
„დარწმუნებული ვარ, ეს დღე არის ივანიშვილის თავხედური რეჟიმის დასასრულის დასაწყისი,“ - აღნიშნა ბარამიძემ.