"მოველი, რომ შემდეგი ეტაპი იქნება ინტერნეტის შეზღუდვა," - ეს განცხადება რუსთავი2-ის შესახებ ტელეწამყვანმა აკაკი გოგიჩაიშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.
„თუ ხარ შენ პროფესიული და დამოუკიდებელი მედია, მუდმივად უნდა აკონტროლებდე და ამოწმებდე ყველაფერს და ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებდე, რასაც დღეს აკეთებს რუსთავი 2.
„დღეს რუსთავი2 ბოლო ბასტიონია თავისუფალი სიტყვის სახით. მე პირადად მოველი, რომ შემდეგი ეტაპი იქნება ინტერნეტის შეზღუდვა და ყოველგვარი სივრცის მოსპობა, სადაც შეიძლება დამოუკიდებელი, კრიტიკული და თავისუფალი აზრის გამოთქმა,“ - განაცხადა აკაკი გოგიჩაიშვილმა.