რადიო ჰერეთის დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში რუსთავი2-ის შესახებ საუბრობს.
„იმ ადამიანების, რომლებიც ახლა იბრძვიან რუსთავი2-თვის, საერთოდ არ მესმის, რა უნდათ იმიტომ, რომ 2003 წლის მერე, როცა არხი გამოაცხადეს გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად, მე რამდენადაც ვიცი, საკმაოდ მშვიდად, წყნარად გავიდნენ წილებიდან და ჩამოშორდნენ საერთოდ ტელესაქმიანობას. დღეს ეს ადამიანები აცხადებენ პრეტენზიას ამ არხზე, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, ცხადია,“ - განაცხადა რამაზ სამხარაძემ.