„რუსთავი 2-ის საქმე არ იყო სამართლებრივი დავა. იმიტომ, რომ ეს რომ ყოფილიყო სამართლებრივი დავა, სანერვიულო არაფერი იქნებოდა,“ - ასე აფასებს იურისტი დავით ჯანდიერი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.
არჩევანის ეთერში დავით ჯანდიერმა აღნიშნა, რომ დიდ პალატას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა.
„ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც ამ სასამრთლოს უნდა გამოეტანა, უნდა გაეუქმებინა სააპელაციო სასამართლოს უკანონო განაჩენი,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა.