„სამწუხაროდ, ის გამოცდა, რომელიც ქონდა უზენაეს სასამართლოს ვერ ჩააბარა,“ - ასე აფასებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.
„გუშინ ჩვენ ვიზეიმეთ ვიზალიბერალიზაციის ოფიციალურად გაფორმება, დღეს უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსთავი 2 აღარ არის ის რუსთავი 2, რომელიც იყო რამდენიმე საათის წინ,“ - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხალვაში რუსთავი 2-ს არ მიცემს დამოუკიდებლობის საშუალებას.