19 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
ყარამანიშვილის ასპარეზზე გაქრობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეს მისი საკუთრება არ არის - გია ვოლსკი

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის 60% ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% შპს პანორამას გადაეცა, საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება.

განცხადება პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

დეპუტატი ამბობს, რომ სამაუწყებლო კომპანიის ამჟამინდელი მფლობელს ყარამანაშვილის „ასპარეზიდან გაქრობამ“ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ რუსთავი2 მისი საკუთრება არ არის.

„ყარამანიშვილის ასპარეზზე საერთოდ გაქრობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ეს მისი საკუთრება არ არის ან დაინტერესებული არ არის, რომ ეს საკუთრება ჰქონდეს. თუკი გადაწყდა, რომ ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანთან გაიმარჯვა ქონებრივ დავაში, არანაირად არ მაძლევს საფუძველს გამოვხატო გადაწყვეტილების მიმართ  ჩემი მოსაზრება და აზრი. მინდა, რომ იყოს რუსთავი2, მუშაობდეს, აგრძელებდეს, თავის ნიშა ჰქონდეს და ემსახურებოდეს თავისუფალი მედიის პრინციპების კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არსებობს,“ -განაცხადა გია ვოლსკიმ.

განცხადება გააკეთა ქართული ოცნების კიდევ ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების ინტერესი რუსთავი2-ის საქმეში არ არსებობდა. გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ინტერესი ყოველთვის იყო და არის მედიაგარემოს თავისუფლება.

დღის ამბები