„მე აქ მოვედი იმიტომ, რომ ყოველთვის მინდა ვიყო, სადაც ჩაგრავენ, სადაც ძალადობენ, სადაც არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება,“ - განაცხადა ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ.
მან რუსთავი2-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის თაობაზე გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„იმას, რაც მოხდა, პანაშვიდული განწყობა არ უხდება და აშკარად არის პანაშვიდური განწყობა, ამ სიტუაციას უფრო უხდება ჩაკრულოსმაგვარი განწყობა,“ - აცხადებს მამუკა კაციტაძე.
მისი თქმით, ის ყველა მედიის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.
„ხვალ GDS, იმედი და მაესტრო რომ დახურონ, ისევ ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ ეს არ არის უბრალოდ ერთი ტელევიზიისადმი ან რაღაც ერთი გადაწყვეტილება, ეს არის ის, რაც არის ღირებულებითი და ფასეულობით,“ - აცხადებს მამუკა კაციტაძე.