19 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
რუსთავი2-ის შენობასთან კარვების გაშლა დაიწყეს

საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ტელეკომპანია რუსთავი2-ის შენობასთან კარვების გაშლა დაიწყეს. ტელეკომპანიის მხარდასაჭერად შეკრებილი მოქალაქეები, ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ისინი რუსთავი 2-ს არ დათმობენ.

სამაუწყებლო კომპანიის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქცია დღეს მთელი დღის განმავლობაში უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარეობდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კი, რუსთავი 2-ის და თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერებმა სამაუწყებლო კომპანიის შენობასთან გადაინაცვლეს. 

ფოტოების ავტორი: ნიკოლოზ ურუშაძე.

დღის ამბები