19 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
ვინ ახორციელებდა უზენაესი სასამართლოს სახურავიდან აქციის გადაღებას, ოფიციალური პასუხი ამ დრომდე უცნობია

ვიდრე გუშინ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას გამოიტანდა, მთელი დღის განმავლობაში სასამართლოს შენობასთან რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფელბის მხარდამჭერი აქცია იმართებოდა.

პარალელურად, შენობის სახურავზე ვიდეო კამერით აღჭურვილი პირები აქციაზე შეკრებილებს იღებდნენ. ვინ იყვნენ ეს ადამიანები, როგორ მოხვდნენ ისინი სასამართლოს შენობის სახურავზე და რა მიზნით იღებდნენ აქციის მონაწილეებს, ამ დრომდე უცნობია.

არაოფიციალური ინფორმაციით, ისინი შსს-ს ოპერატორები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი აჭარიდან საგანგებოდ იყო ჩამოყვანილი.

კურიერი უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურს დაუკავშირდა, ინფორმაციით გარკვევის მიზნით, თუმცა დაპირების მიუხედავად, პასუხი თუ ვინ იყვნენ ადამიანები, ვინც საუხავიდან გადაღებას ახორციელებდა, ამ დრომდე უცნობია. 

„ვარკვევ მაგ საკითხს და მაგასთან დაკავშირებით მოგვიანებით გეტყვით. ერთი წუთით მაცადეთ და დაგირეკავთ, გპირდებით, რომ დაგირეკავთ,“ - განაცხადა ხათუნა პაიჭაძემ.

დღის ამბები