უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილების 100% ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ მოყოლია. ასევე უცნობია მთავრობის პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობისა და უცხოური მედიის გამოხმაურებებზე.
როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, დღეს დასვენების დღეა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არ მივიდნენ.