19 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ზუგდიდსა და ქუთაისში "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ზუგდიდში, ტელეკომპანია ოდიშის წინ რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილი ჟურნალისტები და ადგილობრივი მოსახლეობა სახელისუფლებო დაკვეთად აფასებენ გუშინ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მოსახლეობის ნაწილი რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად თბილისში ჩამოსვლას გეგმავს.

“ხელისუფლებამ და კერძოდ, ივანიშვილმა საბოლოოდ ჩამოუშვა დემოკრატიის ფარდა საქართველოში და დაიწყო სრული უზურპაცია მთელი სახელისუფლებო რგოლის, სასამართლო სისტემის, პროკურატურის და ყველა დემოკრატიული ინსტიტუციების“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა მდივანმა თეიმურაზ ბასილაიამ.

რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ქუთაისშიც. მოძრაობა ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ქალაქში ყვავილები დაარიგეს, ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს და ხალხს რუსთავი 2-ის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

 

დღის ამბები