„პრეზიდენტმა სწორად შეაფასა ეს მოვლენა,“ - პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას აფასებს.
“მნიშვნელოვანია და კარგია, რომ პრეზიდენტმა სწორად შეაფასა ეს მოვლენა, როგორც დემოკრატიაზე და მედიაპლურალიზმზე თავდასხმა, როგორც ჩვენი საგარეო ევროატლანტიკური პერსპექტივის პრობლემა. თუმცა, პრეზიდენტისგან ველით ბევრად უფრო მკაფიო და კონკრეტულ ნაბიჯებს, თუ როგორ შევაჩეროთ ეს პროცესები,“ - განაცხადა ხოშტარიამ.
ასევე პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის, თქმით, ის კარგად ხედავს, თუ როგორ ცდილობენ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას და "მას შეეძლო ბევრად უფრო მეტი მკაფიო განცხადებების გაკეთება, მაგრამ რაც ჩვენ მოვისმინეთ, შინაარსი არის სწორი".
ავტორი: ანა წერეთელი