“ამას არ უნდა შევეგუოთ არავითარ შემთხვევაში,“ - თბილისის საკრებულოს წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, რუსთავი2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს.
“ყველაზე ცუდი, რაც გუშინ საბოლოოდ დადასტურდა, არის ის, რომ საბოლოოდ სასამართლო არ გვყავს. გუშინ საბოლოოდ დაიტკეპნა ოცნება იმის შესახებ, რომ ჩვენ შეიძლებოდა, გვყოლოდა დამოუკიდებელი სასამართლო. ყურით ჰყავდათ თითოეული მათგანი, ეს იყო ძალიან გულდასაწყვეტი. ამას არ უნდა შევეგუოთ არავითარ შემთხვევაში,“ - განაცხადა ელისაშვილმა.