საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი, იაცეკ სარიუშ-ვოლსკის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნის იდეით გამოდის.
მისი თქმით, არაფორმალური მმართველის გამო, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დადგეს.
კურიერის ეთერში დავით ბერძენიშვილმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს.
„რუსთავი 2-ის თემა არის ერთ-ერთი უდიდესი შემადგენელი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, მაგრამ რუსთავი2 მთვარეზე არ არის. რუსთავი2 საქართველოშია, მისი პრობლემა საერთო ქართული პრობლემების ერთ-ერთი შემადგენელია. პროპაგანდისტული მანქანის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ნაბიჯია 2 მარტის გადაწყვეტილება, პოლიტიკური კონტროლის ქვეშ მყოფი სასამართლოსი,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
დავით ბერძენიშვილის თქმით, არ არსებობდა იმის ილუზია, რომ სასამართლოში სამართლებრივი დავა მიმდინარეობდა.
„არავის არ გასჩენია საქართველოში იმის ილუზია, რომ მართლა ორ სუბიექტს შორის იყო დავა. გასაგებია, რომ რუსთავი2 ხელიდან ხელში გადადიოდა ხელისუფლებების დროს,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.