19 ნოემბერი 2024,   02:14
ვრცლად
ყველა ერთად რუსთავი2-ის გვერდში დგომას ვიწყებთ ამ პროცესით - ბაჩუქი ქარდავა

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, რუსთავი2-ის აქცია-კონცერტისთვის ყველა პოლიტიკური ძალის ერთსულოვნებაზე ამახვილებს ყურადღებას.  

რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს 12 მარტს, 14:00 საათზე, აქცია-კონცერტზე საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოხატვისკენ მოუწოდა.

„ასეთი თანამშრომლობის პროცესი მე დიდი ხანია, პოლიტიკურ სპექტრში არ მინახავს და ესაც მოახერხა დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომ შეუთავსებლობის შეთავსებაც კი მოახერხა. მიუხედავად ჩვენ შორის არსებული განსხვავებებისა, ყველას კარგად გვესმის, გუშინდელი ამერიკის საელჩოს განცხადება იყო, რომ ოპოზიცის წვდომა ტელევიზიებზე იქნება შეზღუდული. ეს კარგად გვესმის, რომ საერთოდ განსხვავებული აზრი და პოლიტიკურ პროცესს არ ექნება აზრი ქვეყანაში, თუ რუსთავი2 დაიხურება. ამდენად, ეს ჩვენ გვადგმევინებს ნაბიჯს ერთმანეთისკენ და ყველა ერთად რუსთავი2-ის გვერდში დგომას ვიწყებთ ამ პროცესით,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.  

დღის ამბები