19 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
ჩვენ, რეალურად, მხოლოდ რუსთავი 2-ს ვიცავთ, არამედ ვიცავთ მედიაპლურალიზმს - ზურაბ ხარატიშვილი

პოლიტიკური გაერთიანების სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის  თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი, რუსთავი2-ის მიერ 12 მარტს დაანონსებულ 14:00 საათზე აქცია-კონცერტს "მედიაპლურალიზმის დასაცავ ქმედებად" მოიხსენიებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუერთდებით იმ აქციას, რომელიც დააანონსებულ იქნა რუსთავი2-ის მიერ იმიტომ, რომ მთელმა საზოგადოებამ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი პროტესტი უნდა გამოვხატოთ იმ პროცესის მიმართ, რომელიც რუსთავი2-თან მიმართებაში ხდება და ჩვენ, რეალურად, არა უბრალოდ რუსთავი2-ს ვიცავთ, არამედ ვიცავთ მედიაპლურალიზმს, ვიცავთ ქართულ სახელმწიფოებრიობას და იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელზეც ადამიანის უფლებებია,“ - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

დღის ამბები