საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერები რუსთავი2-ის შენობასთან ტელეკომპანიის მხარდასაჭერად მოვიდნენ.
მათი თქმით, ხელისუფლება ქვეყნის დამოუკიდებლობას და სიტყვის თავისუფლებას ებრძვის. საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები რუსთავი2-ს თანადგომას უცხადებენ.