19 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
მივესალმები, თუ ეს პროცესი გადავა საერთაშორისო ჭრილში - ირაკლი სესიაშვილი რუსთავი2-ის საქმეზე

"მივესალმები, თუ ეს პროცესი გადავა საერთაშორისო ჭრილში," - ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ რუსთავი2-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

”მივესალმები მთლიანად იმ პროცესს, რაც გულისხმობს, რომ რუსთავი2-ს და მის მფლობელებს მოეხდინათ ყველა ინსტანციაზე საკუთარი პოზიციების დაცვა ისევე, როგორც ქიბარ ხალვაშს ჰქონდა საშუალება, რომ საკუთარი პოზიციები წარმოეჩინა ყველა ინსტანციაზე. კიდევ უფრო მივესალმები, თუ ეს პროცესი გადავა საერთაშორისო ჭრილში, რამდენადაც საერთაშორისო საზოგადოებაში გაქარწყლდეს ყველა ის ბრალდება, რაც უკავშირდება, ვითომდა მედიის თავისუფლების შეზღუდვას,“ - განაცხადა სესიაშვილმა.

დღის ამბები