19 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
არასაპარლამეენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას მედიის მიმართ ქვეყანაში არსებული საფრთხეებით ხსნიან

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე, პაატა დავითაია, აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან მედიის საქმიანობაში ჩარევის თავიდან ასაცილებლად გამომდინარეობს. მისი თქმით, თუ სახელმწიფო დაიწყებს დავას, აქ კიდევ ერთხელ გამოიკვეთება, რომ ეს იყო სახელმწიფო დავა რუსთავი2-თან დაკავშირებით.  

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, აღნიშნავს, რომ დასავლეთი არ შეეგუება საქართველოში მედიის თავისუფლების შეზღუდვას.

საზოგადოებრივი მოძრაობის ხალი ერთობა საქართველოსთვის დამფუძნებლის, ნიკოლოზ ვაშაკიძის, თქმით, ევროპა საქართველოში მიმდინარე პროცესებს განიხილავს, როგორც სერიოზულ დარტყმას სიტყვის თავისუფლების, ასევე დემოკრატიული პრინციპების მიმართ.

გუშინ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ რუსთავი2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

დღის ამბები