19 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან

რუსთავი2-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციაში ეხმაურებიან. მათი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ღიად დადასტურდა, რომ რუსთავი2-ის საქმე პოლიტიკურია.

„ბიძინა ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს, რომ არამხოლოდ სტრასბურგში, არამედ ქართულ საზოგადოებაში კარგად აცნობიერებენ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობის წევრები ეხმაურებიან.

„რაოდენ სასიხარულოც არ უნდა იყოს ეს დღეს ქართული ხალხისთვის და რუსთავი2-თვის, ეს არის საზიანო და სირცხვილი ქვეყნისთვის იმ პირობებში, როდესაც წულუკიანი, ეკა ბესელია ამ პერიოდის განმავლობაში პირადა იღებდნენ ამ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილის დავალებით,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა. 

დღის ამბები