რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანალიტიკოსმა, გიორგი ბერაიამ, კურიერის პირდაპირ ეთერში "უპრეცედენტო" უწოდა.
„ქართულმა მართლმსაჯულებამ ცუდი გაგებით უპრეცენდენტო ნაბიჯი შეაქმნევინა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ეს გამოძახილია მთელი იმ პროცესის, რასაც ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში ჰქონდა ადგილი,“ - განაცხადა გიორგი ბერაიამ.
გიორგი ბერაიას თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის გზავნილი საქართველოში სასამართლოსთვისაც და ხელისუფლებისთვისაც.
ის ზვიად კვაჭანტირაძის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ევროსასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიას საყვედურობს, და ბერაიამ განცხადებას არაკორექტული უწოდა. გიორგი ბერაიამ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული ქართველი მოსამართლის მიერ და გადაწყვეტილებას სექციის თავმჯდომარის მოადგილე იღებს.