გზავნილი ხელისუფლებისთვის და სასამართლოსთვის - ასე შეაფასეს რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არასამთვრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა.
„ის კითხვის ნიშნები, ის რისკები, რომლის შესახებაც ჩვენ ქვეყნის შიგნით უკვე რამდენი ხანია, ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ გარკვეული შიდა ჯგუფების ახირება, არამედ ეს მართლაც ქმნის კითხვის ნიშნებს მედის თავისუფლებასთან დაკავშირებით, სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით კითხვები ლეგიტიმურია და ეს კითხვები ჩნდება არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი," - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.
ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის თქმით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის განვითარებას ემსახურება.
ეკონომისტ გიორგი პაპავას განცხადებით, საოცრად სწრაფად მოხდა რეაგირება რუსთავი2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.