საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილების გამო, დაფიქრებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ქვეყანა იმ წითელ ხაზებს უახლოვდება, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას, ევროპულ მომავალს და სახელმწიფოებრიობას.
„სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად და მკაფიოდ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანი საქართველო ევროპისთვის, რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოში დემოკრატიას, რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოში სახელმწიფოებრიობას და რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოში ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ეს მესიჯი კიდევ ერთხელ კარგად გაიაზროს ხელისუფლებამ, რადგან მე ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებას ეს კარგად აქვს გააზრებული,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი აღსრულების პროცესის ევოროსასამართლოში საქმის დასრულებამდე შეჩერების მომხრეა.