19 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
რუსთავი2-ის ხელმძღვანელობა სამოქალაქო სექტორის წევრებს და ექსპერტებს ხვდება

რუსთავი2-ის საქმე და სტრასბურგის სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება -ტელეკომპანიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ამ წუთებში რუსთავი2-ის ოფისში მსჯელობენ. არხის გენერალური დირექტორი სამოქალაქო სექტორის წევრებს და ექსპერტებს ხვდება. ნიკა გვარამია მათ წინადადებით მიმართავს. 

რუსთავი2-ის ხელმძღვანელობა სამოქალაქო სექტორს მიმართავს, რომ მოხდეს ერთობლივი ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება ევროსასამართლოსთვის.

შეხვედრას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, ესწრებოდა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მთავარი გზავნილია ქვეყანაში სიტყვის, მედიის თავისუფლების დაცვა.

მიხეილ ბენიძის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს, რომ კრიტიკული აზრის არსებობა აუცილებელია. 

ბენიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს უპრეცენდენტო გადაწყვეტილება ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

 

დღის ამბები