ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, კოტე ჩოკორაია, აღსრულების შეჩერებას სამართლიან გადაწყვეტილებად აფასებს. კოტე ჩოკორაია უერთდება რუსთავი2-ის ინიციატივას და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად არ გამორიცხავს, რომ ევროსასამართლოს ოფიციალური პოზიციით მიმართოს.
„მე ვთვლი, რომ სამოქალაქო სექტორი თუ მიმართავს ევროსასამართლოს და საკუთარ პოზიციებს დააფიქსირებს, იმას რასაც საჯაროდ აფიქსირებს ქართულ სივრცეში და მათ შორის სასამართლოს მიმართავს, იქნება კარგი ნაბიჯი,“ - განაცხადა კოტე ჩოკორაია.
კურიერის ეთერში აღნიშნავს, რომ მედიასთან და საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები დაკვირვების ქვეშ უნდა არსებობდეს.
„ჩვენ არ ვიცავთ აქ მხოლოდ ერთ ტელევიზიას, ჩვენთვის არის ღირებულება მნიშვნელოვანი... ნებისმიერი კითხვის ნიშანებიც, რომელიც შესაძლებელია, მისი თავისუფლების საწინააღმდეგოდ იყოს მიმართული და სწორედ ამისთვის ვართ სამოქალაქო საზოგადოება, მოქალაქეები უბრალოდ, რომ პირიქით, დავიჭიროთ მედიის მხარე,“ - განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.