„ალბათ, პროფესიონალური და პირადი ტრაგედია განიცადა გუშინდელ დღეს იმ 9-ვე მოსამართლემ, ეს არის იმხელა ლაქა, რომელსაც ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავენ,“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მისამართით გააკეთა.
ნიკა მელია რუსთავი2-ის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას გამოეხმაურა და სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა მოსამართლეს, რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა დესტაბილიზაცია, ქვეყანა გადაარჩინა რეალურად იმ მდგომარეობას, სადაც არ იქნებოდა ნორმალური პოლიტიკური პროცესი. ჩვენ ივანიშვილი პოლიტიკოსებს, სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს, არასამთვრობო ორგანიზაციებს უხშობდა ერთადერთ სიტყვის, მედიას, თავისუფალ საშუალებას, რომელიც ივანიშვილის კონტროლის მიღმაა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.