19 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
დახურული ტელევიზიები და გადაცემები 2012 წლის შემდეგ

ბოლო წლებია, საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლა მიმდინარეობს, რომლის ძირითად მიზეზად ქონებრივი დავა სახელდება. 2012 წლის არჩევნების შემდეგ პირველი ცვლილება ტელეკომპანია იმედში განხორციელდა, როდესაც მედია ფროდაქშენ გრუპისგან ტელევიზია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს და მათი ნდობით აღჭურვილ პირს, გიორგი რუხაძეს, გადაეცა.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი ხელისუფლების მოსვლიდან მალევე ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემები დახურეს. მე-9 არხის დახურვა და ტელეკომპანია მაესტროზე შეტევა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს მოხდა. 

რუსთავი2-ის მსგავსად, მაესტროს შემთხვევაშიც საქმე სასამართლოში ორ სუბიექტს შორის კერძო დავის სახით შევიდა. ახალ მედიაჰოლდინგში, იმედის და მაესტროსთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია GDS-იც გაერთიანდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი კი ცვლილებებს გეგმავს, რომლის მიხედვითაც, ათეულობით გადაცემის დახურვა იგეგმება, რის მიზეზადაც ფულის დაზოგვა და ტელევიზიის გაუმჯობესება სახელდება.

ამ პროცესების პარალელურად, 2012 წლიდან მიმდინარეობს ხელისუფლების მხრიდან ღია თავდასხმა რუსთავი2-ზე.

ამ დროისთვის მედიაბაზარზე კიდევ რამდენიმე პატარა დამოუკიდებელი ტელეკომპანია მაუწყებლობს. მთავრობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს თუ არ ჩავთვლით, ტვ პირველი, კავკასია და იბერია ხელისუფლების მხრიდან ღია დაპირისპირების მსხვერპლი ჯერ არ გამხდარან. 

დღის ამბები