19 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასამთვრობო სექტორის მხარდაჭერა და მათი აქტიურობა - ზაალ უდუმაშვილი

„ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასამთვრობო სექტორის მხარდაჭერა და მათი აქტიურობა, თუ როგორ განვითრდება შემდგომში სტრასბურგში რუსთავი2-თან დაკავშირებით პროცესები,“ - ეს განცხადება ზაალ უდუმაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

შეხვედრაზე რუსთავი2-ის ირგვლივ ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესებსა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე მსჯელობდნენ.

„მთავარი იქნება, რომ თითოეული ხელმომწერი ამ დოკუმენტზე ზუსტად განმარტავს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი დღეს ქვეყანაში რუსთავი2-ის გადარჩენა და რა მნიშვნელობა აქვს ამ ტელევიზიას იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება დაცული იყოს. ეს იქნება მთავარი გზავნილი,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თქმით, სამოქალაქო სექტორს თავისუფალი სიტყვისა და მედიის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, რომელიც 11 მარტს, 14:00 საათზე რუსთაველზე, პარლამენტის ძველ შენობასთან, გაიმართება. 

დღის ამბები