19 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
განჩინება, რომელიც სტრასბურგის სასმართლომ მიიღო, არის წითელი ხაზი - დავით ჯანდიერი

რუსთავი2-ის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება იურისტმა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, დავით ჯანდიერმა, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში შეაფასა და მას "უპრეცენდენტო" უწოდა.

„არასოდეს ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუა არა რამდენიმე შემთხვევაში, ეს შემთხვევა არის, როცა საკითხი ეხება სიცოცხლის უფლებას, წამების აკრძალვას, ეს არის დეპორტაციასა და ექსტრადიციის საკითხები, გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება დაკავშირებული იყოს პირად და საოჯახო ცხოვრებასთან. ეს არის პირველი შემთხვევა, მათ შორის დროებით რამდენიმე დღის გამოყენებასთან დაკავშირებითაც,“ - განაცხადა ჯანდიერმა.

დავით ჯანდიერის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს.

„ეს არის წითელი ხაზი, განჩინება, რომელიც სტრასბურგის სასმართლომ მიიღო, რაც ნიშნავს, რომ წითელი ხაზის იქეთ არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება,“ - აღნიშნა ჯანდიერმა.

დავით ჯანდიერი რუსთავი2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ საბოლოოდ დაკარგა სახე, ის მოსამართლეები არიან ის სპეცრამზელები, რომლებიც 2007 წელს იმედში, ცოტათი ადრე კი იბერიაში შეიჭრნენ,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა. 

დღის ამბები